Events - GoBatumi
ვახტანგ კიკაბიძე
კონცერტები 20:00

ვახტანგ კიკაბიძე

კინოსა და მუსიკის ცოცხალ ლეგენდას ვახტანგ კიკაბიძეს 80 წელი უსრულდება, მისი შემოქმედება აღიარებულია მსოფლიო მაშტაბით . ვახტანგ კიკაბიძის შესრულებული ცნობილი კინო გმირები: ,,ვალიკო მიზანდარი“, ,,ბენჟამენი“ და ,,პავლე მედროგე“ ცნობილია ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. ბუბა კიკაბიძის შესრულებულ სიმღერებს კი მილიონობით მელომანი ჰყავს.

18 და 19 აგვისტოს ,,ბათუმის მუსიკალურ ცენტრში“ გრანდიოზული საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

ვახტანგ კიკაბიძის ბენეფისზე თავად მაესტრო მსემენელს უამრავ სიურპიზს ჰპირდება. კონცერტის მხატვარი და დამდგმელი რეჟისორი მსოფლიოში განთქმული ქართველი ხელოვანი მურაზ მურმანიძე გახლავთ.

გალა-კონცერტში მონაწილეობენ: ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე, ემინ აგალაროვი, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი.

კონცერტის სპეციალური სტუმარი ,,ლარისა ივანოვნას“ როლის შემსრულებელი ელენა პროკლოვა და რაც მთავარია თავად იუბილარი ბუბა კიკაბიძე თავის განუმეორებელი ღიმილითა და უკვდავი ჰიტებით.

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები