სიახლეები - GoBatumi
აჭარა 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

აჭარა 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „KITF 2018“ წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყაზახეთში 2000 წლიდან იმართება და მასში ტურისტული კომპანიები/ორგანიზაციები 63 ქვეყნიდან ღებულობენ მონაწილეობას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა იანვრიდან დღემდე 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია აჭარას რეკლამირება. მათ შორის ვილნიუსის, ბერლინის, მადრიდის, ტალინის, თელ-ავივის, ჰელსინკის, სტამბოლისა და პეკინის ტურისტულ გამოფენებზე.

„მსგავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს უშუალოდ პოტენციურ ტურისტებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ და ამასთანავე, საქმიანი შეხევდრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული/სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მთელ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია თუ კომპანია  მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ მიმდინარე წელს, რეგიონს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გავუწევთ პოპუალრიზაციას, რაც 16 სამიზნე ქვეყანაში აქტიურ სარეკლამო კამპანიებთან ერთად აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს და რეგიონში გაიზრდება ტურისტების რაოდენობა,“ განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.

თეგები: