აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

ამ წუთებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2019” უწევს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.

მადრიდის გამოფენა ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც ათასობით ადამიანი, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული კომპანია, ორგანიზაცია მსოფლიოს  150-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრება.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.  

2019 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას და პოპულარიზაცია გაუწევს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს.

თეგები: