აჭარა მსოფლიოში უმხვილესს ტურისტულ გამოფენაზე „WTM London 2018”

აჭარა მსოფლიოში უმხვილესს ტურისტულ გამოფენაზე „WTM London 2018”

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე “WTM London 2018” გაუწია. დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის, აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.  

ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობდა, რაც ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას. გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვდნენ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების BBC, Euronews, ITV  წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს, ასევე  წამყვანი ბრიტანული და საერთაშორისო ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებს.

„მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურისტულ გამოფენებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ თავს იყრის მსოფლიოში უმსხვილესი მოთამააშეები ტურისტული ბიზნესიდან. ჩვენ სამომავლო თანამრომლობის დაგეგმვის მიზნით საქმიანი შეხვედრები გვქონდა ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, როგორებიცაა Thomas Cook, British Airways, Wizzair, BBC, Euronews, ITV, Tripadvisor და Expedia. ბრიტანეთი ჩვენთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარე წელს დავიწყეთ, ამიტომ ორმაგად ნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან. ბოლო ორი წელია, რეგიონის რეკლამირების მიზნით  აქტიურად ვიყენებთ BBC-ს ეთერს, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები გადაიცემოდა. შემდეგი წლისთვის უკვე ვგეგმავთ სხვა მედიაპლატფორმების გამოყენებასაც, რათა ხელი შევუწყოთ ბრიტანულ ბაზარზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს რეკლამირებას 22  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია.

თეგები: