სიახლეები - GoBatumi
აჭარა წელს პირველად ჰოლანდიაში ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარა წელს პირველად ჰოლანდიაში ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. ამ წუთებში რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ჰოლანდიაში, უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. „Vakantie Beurs 2019” -ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველად მონაწილეობს და გამოფენაზე ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი. 

უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა ევროპაში. მასში  119 ქვეყნის 1,130 კომპანია და ტურისტული ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენა საშუალოდ 105 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საქმიან შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან. გამოფენა 10 იანვარს გაიხსნა და 13 იანვარს დასრულდება.

2019 წელს, დეპარტამენტი რეგიონს ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, ლონდონის, ბარსელონას, თელავივის, დუბაისა და მადრიდის გამოფენები.

თეგები: