აჭარა ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარა ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. ამჯერად, აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

პოლონეთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია აჭარისთვის, სადაც დეპარტამენტი აქტიურ ონლაინ და სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. წლის განმავლობაში კი სამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. მზარდია რეგიონში პოლონელი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 2018 წელს 11,5%-იან ზრდას ითვალისწინებდა.

2019 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს რეგიონს პოპულარიზაციას, მათ შორის ისეთ მსხვილ და მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ბარსელონას, ლონდონისა და საფრანგეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები.

თეგები: