სიახლეები - GoBatumi
აჭარას ვალონიის ტურიზმის ოფისის ხელმძღვანელი და ტურიზმის ექსპერტი სტუმრობენ

აჭარას ვალონიის ტურიზმის ოფისის ხელმძღვანელი და ტურიზმის ექსპერტი სტუმრობენ

აჭარას ბელგიის სამეფოს ერთ-ერთი რეგიონის, ვალონიის ტურიზმის ოფისის ხელმძღვანელი პიერ კოენეგრახტსი და ტურიზმის სფეროს ექსპერტი მიშელ იანოვსკი სტუმრობენ. 

ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილს. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩატარდა პრეზენტაცია ორივე მხარის ტურისტული პოტენციალის თაობაზე და ასევე, ისაუბრეს ორ რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე როგორც ტურისტული, ასევე კულტურული მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ ვიზიტის მნიშვნელობას, ვინაიდან ის ხელს შეუწყობს ვალონიისა და აჭარის რეგიონებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რაც გულისხმობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონებს შორის ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდებიან აჭარის უმაღლესის საბჭოს წევრებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.

„ჩვენ თანამშრომლობაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან  2017 წლის მარტში შევთანხმდით, ამის შემდეგ გავწიეთ რიგი სამუშაოები და დღეს ოფიციალური ვიზიტით ვსტუმრობთ აჭარას, საქმიანი შეხვედრებზე ბევრ საკითხს შევეხეთ, მათ შორის ახალი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობებიც განვიხილეთ. იმედი მაქვს ჩვენი ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, ძალიან მალე რეგიონებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელი ჩვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. აჭარას და მთლიანად საქართველოს დიდი ტურისტული შესაძლებლობები აქვს, ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის კიდევ უფრო წარმოჩენასა და განვითარებაში“-შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა პიერ კოენეგრახტმა.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს ამ ტიპის კონტაქტების დამყარებას ევროპელ პარტნიორებთან. გამოცდილების გაზიარე არის პირველი რასაც ბელგიელ კოლეგებთან დამყარებული ეს ურთიერთობა მოიტანს. შემდეგი ეტაპი არის მემორანდუმის გაფორმება ვალონიის მხარესთან ტურიზმისა და კულტურის სფეროში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დივერსიფიცირება მოვახდინოთ ბაზრების, ჩვენი ახალი მიმართულებების უმრავლესობა არის ევროპული. ევროპულ ქვეყნებთან, ევროპულ ინსტიტუციებთან მეტი კონტაქტი, ნიშნავს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უფრო მეტ ცნობადობას, რაც ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ევროპიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია-განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა

თეგები: