სიახლეები - GoBatumi
აჭარაზე სტატიებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ

აჭარაზე სტატიებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოწვევა გრძელდება. ამჟამად, რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ.  ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მთიან აჭარას ეწვევიან. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და ბლოგები მეზობელი ქვეყნების გარდა ისრაელში, ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში გამოქვეყნდა.  აჭარას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტანი“, „ფორბსი“, Emerging Europe.  საერთაშორისო ტელეკომპანია „ევრონიუსი“-მა კი ბათუმზე  საინტერესო რეპორტაჟი მოამზადა.

ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა. მიმდინარე კვირას, რეგიონს ჟურნალისტები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ქუვეთიდანაც ეწვევიან. მედია-ინფოტურები რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება.

თეგები: