აჭარის ახალი ტურისტული გზამკვლევები ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს

აჭარის ახალი ტურისტული გზამკვლევები ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს

ტურისტებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება ახალ, სამენოვან გზამკვლევებში შეეძლებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ახალი საპრომოციო-სარეკლამო გზამკვლევები დაბეჭდა.  „მთიანი აჭარა“, „გასტრონომიული აჭარა“, „ბათუმის გზამკვლევი“, „ზღვისპირა აჭარა“ და  „აჭარა“ - ასე ჰქვია გზამკვლევებს, რომლებშიც სრულადაა წარმოჩენილი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, მდიდარი სამზარეულო და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.  აღნიშნული მასალები დაეხმარება ტურისტებს სრულად მიიღონ ინფორმაცია თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში, რითია აჭარა ტურისტულად გამორჩეული, სად და როგორ შეიძლება იმოგზაურონ და რა კერძები დააგემოვნონ.

აღნიშნული გზამკვლევების გარდა დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დაამზადა  ჯიბის თემატური გზამკვლევები, ტურისტული მარშრუტების რუკები და გზამკვლევები, რომლებიც ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებს და ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. საპრომოციო-სარეკლამო მასალები და გზამკვლევები სამენოვანია  და ისინი ძირითადად, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვრცელდება.

თეგები: