სიახლეები - GoBatumi
აზერბაიჯანული მედია მკითხველებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანული მედია მკითხველებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს

პოპულარული აზერბაიჯანული ტელეარხი და მედიაგამოცემები ზამთარში აჭარაში დასვენებას გადაცემებსა და ვრცელ სტატიებს უძღვნიან, რომელთა მთლიანი წვდომა 6 მილიონამდეა. ჟურნალისტები სტატიებსა და გადაცემებში ბათუმის უნიკალურობასა და აჭარაში დასვენების უპირატესობებზე საუბრობენ.

რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის სახეობებს ნახევარ საათიან გადაცემებს უძღვნის პოპულარული აზერბაიჯანული ტელეარხი ATV –azad, რომელსაც 5 000 000 მაყურებელი ჰყავს. გადაცემაში „ტურნე“ ჟურნალისტი ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობს და მაყურებელს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს.

თუ რატომაა ბათუმი ყველაზე სასურველი დასვენების ადგილი ტურისტებისთვის ამის შესახებ აზერბაიჯანული ვებ-გამოცემა urban.az წერს. ჟურნალისტი სტატიაში ბათუმში ჩამოსვლის შვიდ მიზეზზე საუბრობს, რომელთა შორის დელფინარიუმს, ბოტანიკურ ბაღს, ბულვარს, გონიოს ციხეს, ფოლკლორს, ადგილობრივ კერძებსა და ღვინოს ასახელებს.

ზამთარში აჭარაში დასვენებას დაუვიწყარს უწოდებს რეიტინგული ვებ გამოცემა Baku.ws, რომელსაც  ყოველდღიურად 100 000 წვდომა აქვს. ჟურნალისტი რეპორტაჟში ყურადღებას აჭარის შესანიშნავ ბუნებაზე, ადგილობრივ კერძებსა და ფოლკლორზე ამახვილებს.

აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები აჭარას 2015 წლის ნოემბერში პრესსტურის ფარგლებში სტუმრობდნენ. რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი აზერბაიჯანული მედიის წარმომადგელებისთვის პრესსტურებს 2013 წლიდან უწევს ორგანიზებას. აზერბაიჯანი აჭარაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ქვეყნების ხუთეულში მეორე ადგილზეა, რაც 2015 წელს რეგიონში 47 821 აზერბაიჯანელი ტურისტის ვიზიტით განისაზღვრა.

ნოემბრის პრესსტურის ფარგლებში აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნებული მასალების ხილვა შესაძლებელია შემდეგ ლინკებზე:

თეგები: