სიახლეები - GoBatumi
სტატია ბათუმზე BBC-ის მუსიკალურ ჟურნალ Music-ში

სტატია ბათუმზე BBC-ის მუსიკალურ ჟურნალ Music-ში

BBC-ის მუსიკალური ჟურნალი "Music" ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით "ძირეული ცვლილებები შავ ზღვაზე- ბათუმი : საქართველო". (Major Changes by the Black Sea - Batumi: Georgia). სტატია ბათუმს და შავი ზღვის ამ ულამაზეს ქალაქში დაარსებულ მუსიკისალურ ფესტივალს ეძღვნება. ევროპული მუსიკალური ფესტივალის "Music Fest"-ის დამკვიდრებას აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით ევროპაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ შეუწყო ხელი. პიანისტს თავისი ბავშვობა ბათუმში აქვს გატარებული, ამიტომაც ამ ქალაქის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. "თანამედროვე ბათუმში უკვე მრავლადაა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, მრავალსართულიანი შენობები. ქალაქი ცხოვრებას განახლებული ძალით იწყებს, იგი ღიაა ყველასთვის ვისაც სურს აქ თანამედროვე ტიპის დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნეს ურთიერთობები წამოიწყოს... მზარდი ეკონომიკა და შთამბეჭდავი ახალი შენობები საბჭოთა წარსულს შორეულ მოგონებებში ტოვებს. ამ ულამაზეს ქართულ ქალაქს დღეს აქვს ამბიცია იყოს კულტურული ცენტრი" წერს სტატიის ავტორი ოლივერ კანდი.

სტატიაში წინასწარ არის მოწოდებული ინფორმაცია 2015 წლის ფესტივალის პროგრამის შესახებ. კლასიკური მუსიკის ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმის მიმართულებითაც. იგი ხელს უწყობს საქართველოს დადებითი სახით წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე.

სტატიის თარგმანის ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

ჟურნალის ოფიციალური გვერდი.

თეგები: