სიახლეები - GoBatumi
ბათუმი LONELY PLANET-ის გამოცემაში

ბათუმი LONELY PLANET-ის გამოცემაში

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გზამკვლევი "LONELY PLANET" ერთ-ერთ ბოლო გამოცემას შავი ზღვის აუზის ტურისტულ დანიშნულებებს უთმობს. გზამკვლევში თურქეთის ღირშესანიშნაობებთან  ერთად საქართველოს ზღვისპირა მხარე - ბათუმი და მისი ტურისტული ღიშესანიშნაობებია შეყვანილი. ცნობილი გზამკვლევის ჟურნალისტს სტივ ფელონს ბათუმში მასპინძლობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაუწია. საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტივ ფელონი  მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს გაეცნო და ტრადიციული  სამზარეულო და ღვინო დააგემოვნა.  იგი მეზობელ საქართველოს უძველესი კულტურის ქვეყნად  მოიხსენებიებს და მოკლე მიმოხილვის შემდეგ ბათუმის ზღვისპირა ბულვარზე, ბოტანიკურ ბაღზე, ანბანის კოშკზე, გონიო-აფსაროსის ციხესა და სხვა ადგილებზე ამახვილებს ყურადღებას. მოგზაური ჟურნალისტი ასევე ბათუმის რამდენიმე განთავსებისა და კვების ობიექტს უწვეს რეკომენდაციას.

"LONELY PLANET"-ის გამოცემის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

თეგები: