სიახლეები - GoBatumi
სამუშაო შეხვედრა ტურიზმის დეპარტამენტში

სამუშაო შეხვედრა ტურიზმის დეპარტამენტში

დღეს  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სულხან ღლონტთან და ბათუმში არსებულ მაღალი კლასის განთავსების ობიექტების ტოპ მენეჯერებთან. 
შეხვედრას ესწრებოდნენ სასტუმრო ჰილტონ ბათუმის, რედისონის, დივან სუითის, ინტურისტების, ვინდჰემ ბათუმის და კოლიზეუმის ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე  განიხილეს ტურიზმის სექტორში  მიმდინარე აქტუალური საკითხები და  გამოწვევები.  იმსჯელეს  ეფექტურად გადაჭრის და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა მსგავსი შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობის და არსებული სამუშაო ფორმატის გაფართოების თაობაზე. 
 

თეგები: