სიახლეები - GoBatumi
ტურისტულ გამოფენაზე TTG Travel Experience 2019

ტურისტულ გამოფენაზე TTG Travel Experience 2019

მიმდინარე წლის 9-11 ოქტომბერს აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა იტალიის ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე TTG Travel Experience 2019, ეს გახლდათ რიგით 56-ე გამოფენა,სადაც ერთდროულად ჩატარდა სამი საერთაშორისო გამოფენა - TTG Travel Experience-თან ერთად Hospitality Desing და Sun Beach&Outdoor Style.

TTG Travel Experience არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ბიზნეს-გამოფენა იტალიაში. ეს არის სტრუქტურული ქსელური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ჩნდება ახალი შესაძლებლობები და ტენდენციები ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში.

გამოფენის მსვლელობისას იტალიელი ტურისტებისათვის ერთ-ერთ ახალ ტურისტულ მიმართულებად საქართველო  დასახელდა მაკედონიასა და უზბეკეთთან ერთად.

 სამი დღის განმავლობაში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ტუროპერატორებთან და იტალიური მასმედიის საშუალებების წარმომადგენლებთან.

ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ახდენს ბაზრების დივერსიფიცირებას და ევროპულ ბაზარზე აჭარის და ბათუმის პოზიციონირებას.  

გამოფენაზე მონაწილეობას ღებულობდა 3000 მონაწილე მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან. გამოფენის განმავლობაში მოეწყო 300-მდე ღონისძიება, სემინარები და მასტერკლასები.

თეგები: