10 მიზეზი - GoBatumi
აჭარული სამზარეულო

აჭარული სამზარეულო

ქართული “სუფრა” ნამდვილი სანახაობაა, თავისი წესებით, რიტუალებით, ტრადიციებით და განსაკუთრებული ტექნოლოგიებით მომზადებული კერძებით მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
სუფრას „თამადა“ უძღვება, რომელმაც უნდა შეძლოს სტუმრების გართობა ლექსებით, სიმღერებით და საინტერესო ისტორიებით. სადღეგრძელოების წარმოთქმის კულტურა არსებობს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ „თამადა“-ს ფენომენი მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული.

ტრადიციული ქართული კერძები, როგორებიცაა - საცივი, მწვადი, ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვები აჭარულ სამზარეულოში მრავლადაა წარმოდგენილი, თუმცა აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლით გამოირჩევა.
აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.
მაღალმთიანი აჭარა ხანგრძლივი ზამთრით ხასიათდება, რაც ზრდის საკვები პროდუქტების დიდი ხნით შენახვის საჭიროებას. აჭარულ სამზარეულოში უხვადაა როგორც ბოსტნეულისგან, ასევე ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები. აჭარულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას.

>>10 ყველაზე გემრიელი აჭარული კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ<<

თეგები: