GoBatumi
ჩაქვი

ჩაქვი

დაშორება ბათუმიდან: 25 კმ

ზღვის დონიდან: 350 მეტრი

ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული, შემოდგომა.

სოფელი ჩაქვისთავი მდებარეობს მდინარე ჩაქვისწყალზე და მთლიანად გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკით. იგი ყველაზე უხვნალექიანი ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში. ჩაქვისთავში არის მტირალას ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრი, სადაც ტურისტს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ეროვნული პარკის შესახებ. მტირალასაკენ მიმავალ გზაზე, დაბა ჩაქვის ცენტრში, შეგიძლიათ შეიაროთ "თაფლის სახლში" და დააგემოვნოთ ადგილობრივი თაფლი. ქობულეთიდან ჩაქვისთავის ცენტრამდე მიმავალ გზაზე გვხვდება რესტორანი, სადაც შესაძლებელია გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება. ქობულეთიდან ჩაქვისთავის მიმართულებით, ბათუმის გზატკეცილზე, სოფელ ციხისძირში, ქობულეთიდან 5კმ-ის, ხოლო ჩაქვისთავიდან 25 კმ-ის დაშორებით მდებარეობს პეტრას ციხე.

მტირალას ეროვნულ პარკში 2 ტურისტული მარშრუტია. ვიზიტორთა ცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს საპიკნიკე ადგილი რომლის ახლოს მთის წყარო და ნაკადული მოედინება. საპიკნიკე ადგილიდან 400 მეტრის დაშორებით, ბილიკის სამხრეთ-დასავლეთით მოედინება ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება. ჩანჩქერიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით, კლდეებს შორის მიმავალი მდინარე გამდინარე, გამჭვირვალე და კალმახებით მდიდარ ტბად გადაიქცევა, აქვე ახლოს არის საპიკნიკე, ცეცხლის დასანთები და საკარვე ადგილები. ტბიდან ვიზიტორთა ცენტრისაკენ მომავალ ბილიკზე ტურისტები მოინახულებენ ძველი ნასახლარის ნანგრევებსაც. მტირალას მთაზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების, ასევე ექსტრემალური ტურების ტურების მოწყობა. აქტივობა/სერვისი: ცხენით სასეირნო ტური სოფელ ჩაქვისთავის შემოგარენში, საფეხმავლო ტური სოფელ ჩაქვისთავის გარშემო, ადგილობრივი ბუნებისა და კულტურის ძეგლების მონახულება, ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, აგროტური - აჭარის სოფლის ცხოვრების, ადგილობრივი მეურნეობის მართვის ტრადიციული ხერხების გაცნობა: ადგილობრივი კერძების დამზადების ტრადიციული წესების შესწავლა, რძის პროდუქტების მომზადება, მიწათმოქმედება, საქონლის მოვლა, პროდუქციის შენახვა, მებაღეობის და მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი,ველოსიპედით გასეირნება, ცხენზე ჯირითი, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება, ნადირობა, თევზაობა.

თეგები: