სიახლეები - GoBatumi
ზაფხულის ფესტივალი

ზაფხულის ფესტივალი

ყოველი წლის ივნისის პირველ ნახევარში აჭარა ზაფხულის ფესტივალს მასპინძლობს. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ზღვის სანაპიროზე სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები და ბენდები ზრუნავენ. პლაჟზევე ფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ ფასად შეუძლია. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები და შოუები იმართება, რაც ფესტივალს საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. ფესტივალი რეგიონში აჭარისტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

თეგები: