სიახლეები - GoBatumi
როგორ ჩამოხვიდეთ უკრაინიდან

როგორ ჩამოხვიდეთ უკრაინიდან

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტით.

საჰაერო გზით ბათუმის აეროპორტში უკრაინის მოქალაქეს შეუძლია ჩამოფრინდეს იან აერით ( 260 ლ. ერთი გზა), რომელიც ამ დრომდე ასრულებს რეისს ბათუმი-კიევი, კვირაში ერთხელ. (http://yanair.ua) იან ეარის ბათუმის ოფისი: 577 450 015 / 555 691 134

უკრაინის მოქალაქეს შეუძლია ჩამოფრინდეს ქუთაისის აეროპორტში სადაც, ფრენებს ასრულებს უკრაინის ავიახაზები( 290 ლ. ერთი გზა) როგორც კიევის ასევე ხარკოვის მიმართულებით, კვირაში სამჯერ. (http://flyuia.com)

თბილისის აეროპორტიდან უკრაინის მიმართულებით რეისები სრულდება ყოველდღიურად, რეისებს ასრულებს უკრაინის ავიახაზები ( 350 ლ. ერთი გზა)   და იან ეარი (350 ლ. ერთი გზა). (http://flyuia.comhttp://yanair.ua)

საზღვაო ტრანსპორტით კი უკრაინის მოქალაქეს შეუძლია ჩამოვიდეს ბორანით ბათუმი-ილიჩევსკი, რომელიც ბათუმში შემოდის ორშაბათს და მიემგზავრება ხუთშაბათს.

შპს „უბგ“ - ქუთაისის ქ.#34; ტელ: 0422 274 119

თეგები: