Статьи

შემოდგომის ფესტივალები აჭარაში (RU)

შემოდგომის ფესტივალები აჭარაში (RU)

4 Сентябрь 2017

ფესტივალებისა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით განებივრებული ზაფხულის ტურისტულ სეზონზეა, თუმცა რეგიონის სტუმრებს არაერთი საინტერესო ღონისძიება შემოდგომაზე ელოდებათ.

შემოდგომის პირველივე შაბათ-კვირას, ბათუმი ტრადიციულად სახალხო დღესასწაულს „ბათუმობა“ მასპინძლობს. დღესასწაული უამრავ გასართობ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას მოიცავს. „ბათუმობის“ დღესასწაული ღია ცის ქვეშ გალა-კონცერტით სრულდება, რომელშიც ყოველწლიურად ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები მონაწილეობენ.

შემოდგომის ფესტივალებს 2 სექტემბერს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „BATUMI MusicFest” გახსნის. ერთკვირით ბათუმი მსოფლიო დონის ვარკვლავებისა და მუსიკის მოყვარულების ყურადღების ცენტრში მოექცევა. 7 დღის განმავლობაში ღვისპირა ქალაქს კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება.

სექტემბერი საინტერესოა კინომოყვარულებისთვისაც. 17-24 სექტემბრს, ქალაქი კინორეჟისორებისა და კინომატოგრაფიის თაყვანისმცემლების შეხვედრის ადგილი გახდება. ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი BIAFF ყოველწლიურად სტუმრებს მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საუკეთესო კოლექციებით ანებივრებს. წელს რეგიონის სტუმრებს განსაკუთრებით საინტერესო პროგრამა და კინოში მოგზაურობა ელოდებათ.

მათთვის კი ვისაც ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში სურს იმოგზაუროს შემოდგომის ფესტივალი საინტერესო აღმოჩენა იქნება. 6-7 ოქტომბერს, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ბათუმში, ევროპის მოედანზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრები აჭარული სოფლის ხიბლს, ფოლკორულ და გასტრონომიურ ტრადიციებს, ხალხურ თვითშემოქმედებას სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ ფარგლებში ქალაქშივე აღმოაჩენენ.

ქალაქიდან გასვლა კი ნამდვილად საჭიროა ფრინველების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ორინტოლოგიით გატაცებულ უცხოელ და შიდა ტურისტების შორის სარგებლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება, სადაც 15 აგვისტოდან-15 ოქტომბრის ჩათვლით 1 000 000 მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ. ბათუმის შემოგარენში - მტირალას მთაზე, სოფელ შუამთასა და ჩაისუბანში ფესტივალისთვისთვის სპეციალურად მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა კი რეგიონის ასობით უცხოელ თუ ქართველ სტუმარს ფრინველებზე დაკვირვების პარალელურად დასვენებისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს.

ფესტივალებს და კულტურულ ღონისძიებებს ემატება ზღვის ხავერდოვანი სეზონი, რაც ბათუმსა და ზოგადად აჭარაში დასვენებას ერთგვარ ხიბლს მატებს. ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწყვეთიათ სად გაატაროთ შემოდგომის მშვიდი საღამოები ესტუმრეთ ბათუმს და თავადვე გახდით ყველა მნიშვნელოვანი ფესტივალის მონაწილე.

Read Reviews On Tripadvisor

мультимедиа

Авторское право © 2013-2016 Gobatumi.com