მარშუტის აღწერა
მარშრუტი იწყება დაბა ხულოში, აღმოსავლეთის მიმართულებით გრძელდება სოფელ დანისპარაულამდე და მიუყვება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალს 22 კმ-ის მანძილზე. სოფელი დანისპარაულიდან ვაგრძლებეთ გზას კურორტ გოდერძის მიმართულებით იმავე გზაზე (2,5 კმ). კურორტი გოდერძი თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც დაარსდა 2012 წელს და დღესდღეობით სრულად არ ფუნქციონირებს, ზამთარში ჩართულია 2 საბაგირო გზა, რომელსაც ავყავართ 2330 მ სიმაღლეზე. ბათუმი - ახალციხის ავტომაგისტრალით ავდივართ გოდერძის უღელტეხილზე (5,7 კმ). გოდერძის უღელტეხილი ამ მარშრუტისთვის ითვლება საკვანძო წერტილად. აქედან შეგვიძლია დავგეგმოთ ტურისტული მარშრუტები 3 მიმათულებით:
- გოდერძის უღელტეხილი - მწვანე ტბაზე მარშრუტი იწყება ჩრდილოეთის მიმართულებით და მიუყვება ალპური მდელოების და ტყის საფარის გამყოფ საზღვარს. მისი გავლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის (4X4) მქონე მანქანით. ამ მარშრუტის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის გზად შემხვედრი აჭარული იაილები (ზაფხულის დროებითი სადგომები მეიალაღეებისათვის) და ულამაზესი ხედები. 6 კმ-ის გავლის შემდეგ გვხდება გზაგასაყარი, საიდანაც თუ მარჯვნივ გავუყვებით საფეხმავლო ბილიკს, მივადგებით მწვანე ტბას. აგრეთვე, სამანქანე გზის გაგრძელების შემთხვევაშიც შესაძლებელია მწვანე ტბამდე მისვლა. შესაძლებელია ეს მარშრუტი არ დავასრულოთ მწვანე ტბასთან და თუ გავაგრძელებთ გზას ჩრდილოეთის მიმართულებით, დიდაჭარის გავლით დავბრუნდებით სოფელ დანისპარაულში. მარშრუტის გავლა შესაძლებელია როგორც სამთო ველოსიპედით, ასევე ცხენით.
- გოდერძის უღელტეხილი - კურორტი ბეშუმი, მანძილი 6,5 კმ-ზე მიდის სამანქანო გზა, საზაფხულო სადგომის შქერნალის გავლის შემდეგ გვხვდება საპიკნიკე ადგილი, სადაც იმართება შუამთობის დღესასწაული აგვისტოს პირველ კვირა დღეს. აქედან მარშრუტი სრულდება კურორტ ბეშუმში, რომელიც მდებარეობს 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე. ბეშუმი ფუნქციონირებას ივნისის შუა რიცხვებიდან იწყებს და სეზონი სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება. აქ მრავალადაა კოტეჯები და სააგარაკო სახლები. კურორტი ბეშუმიდან შეიძლება განხორცილედეს საფეხმავლო, საცხენოსნო და 4X4 სამანქანე ტური სოფელ ბაკიბაკოს (12 კმ) და ხიხანის ციხის (13 კმ) მიმართულებით.
- გოდერძის უღელტეხილი - საბაგრო გზის ზედა სადგური, მანძილი 4,1 კმ. მარშრუტი მიდის ალპური მდელოების ზონაში და ბოლო წერტილიდან (საბაგიროს ზედა სადგურის მიმდებარე ტერიტორია) იშლება თვალწარმტაცი პანორამული ხედი. აქედან შესაძლებელია მარშრუტის გაგრძლება სოფელ თხილვანასა და ბაკიბაკოს მიმართულებით, (13,6 კმ).
ფაქტები
- მარშრუტის სტარტი/ფინიში: დაბა ხულო/კურორტი ბეშუმი
- მარშრუტის სიგრძე: 49,5 კმ
- მარშრუტის ხანგრძლივობა: 2დღე
- მარშრუტის ტიპი: 4X4/საფეხმავლო/ველო/საცხენოსნო
- მარშრუტის სირთულე: საშუალო
- მარშრუტის სეზონურობა: ზაფხული
- მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დონიდან: 716/2351 მეტრი
- მანძილი ბათუმიდან: 87 კმ
- ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად
რა ნახოთ
- თაგოს საბაგირო გზა
- ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- კურორტი გოდერძი
- მწვანე ტბა
- კურორტი ბეშუმი
ინფორმაცია
რუკის ჩამოტვირთვა
GPX ფაილის ჩამოტვირთვა
ბროშურების ჩამოტვითრვა