GoBatumi
ქობულეთი

ქობულეთი

დაშორება ბათუმიდან: 25 კმ
ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ქობულეთი ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარე კურორტია საქართველოს შავიზღვისპირეთში. კურორტი გამორჩეულია ისტორიული ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, ფიჭვნარით, მცხუნვარე მზითა და თბილი ზღვით. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ.
პლაჟები კეთილმოწყობილია, ზღვისპირა ზოლში ჩადგმულია კაფე-ბარები, ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის წყლის ატრაქციონი. ზღვისპირა პარკში უხვადაა სპორტული მოედნები, საზაფხულო კაფე-ბარები, ბუნგალოები თუ რესტორნები.
რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი რეკომენდირებულია როგორც დასვენებისთვის, ასევე სამკურნალოდ.
 

თეგები: