ტურისტული საინფორმაციო ცენტრები - GoBatumi
ტურისტული საინფორმაციო ცენტრები

ტურისტული საინფორმაციო ცენტრები

ონლაინ დახმარება Skype: TIC.BATUMI

ცხელი ხაზი: 577 90 90 93 ან 577 90 90 91

ელ-ფოსტა: ticbatumi@gmail.com

TripAdvisor

აჭარაში  9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს, რომელთაგან ზაფხულის სეზონზე სამი 24საათის რეჟიმში ემსახურება ვიზიტორებს.  ბათუმის ტურისტულ  საინფორმაციო ცენტრში, შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აჭარის  ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების და  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ტურისტულ საინფორმაციო  ცენტრში შესაძლებელია გაეცნოთ და აიღოთ უფასო აჭარის ტურისტული სამენოვანი გზამკვლევი, ბათუმის რუკა, ტურისტული მარშრუტების რუკა და სხვადასხვა ობიექტების ფლაერები. ასევე დაჯავშნოთ და მიიღოთ ინფორმაცია მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით არსებულ მარშრუტების შესახებ. საინფორმაციო ცენტრებში წარმოდგენილია  სუვენირები და ადგილობრივი წარმოების პროდუქცია (აჭარაში წარმოებული ღვინო, ნატურალური თაფლი, ადგილობრივი წარმოების ჯემები, აჭარის ღირშესანიშნაობების აღმნიშვნელი სუვენირები). ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Batumi Discount Card-ით, რომელშიც განთავსებულია 50- მდე ტურისტული ობიექტი  ფასდაკლებით,  ფასდაკლების ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის 10 სამგზავრო ბილეთს და  სიმ-ბარათს.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრები აჭარაში:

 

ბათუმის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 

 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

ბათუმის ცენტრში, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში მეგობრული და კეთილგანწყობილი თანამშრომლები 24საათის განმავლობაში  მზად არიან გაუწიონ მომსახურება ვიზიტორებს. აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია აჭარის  ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების და  დაგეგმილი ღონისძიებებისა თუ სხვადასხვა ტურისტული აქტივობების შესახებ.

მისამართი: გოგებაშვილის ქუჩა;(საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია)

მობილური: +995 577 90 90 93; +995 0 422 29 44 10;

ს.სთ: 24/7 (ზაფხული) / 09:00-01:00 (ზამთარი).

√  უფასო რუკა; გზამკვლევი; ტურისტული მარშრუტები

√  ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით

√  ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და სუვენირები

Batumi Discount Card


 

ბათუმის ბულვარში არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

ქალაქის მთავარ ღირშესანიშნავ ადგილს, ბათუმის ბულვარში არსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია აჭარის  ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების და  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბათუმველოს ბარათები.

მისამართი: ბულვარის ცენტრალური შესასვლელი, ნინოშვილის ქ. N2;

ტელ:  +995 577 90 90 91;  +995 0 422 29 44 12;

ს.სთ.: 09:00 : 00:00 ყოველდღე (ზაფხული) 09:00-19:00 ყოველდღე (ზამთარი).

√ უფასო რუკა; გზამკვლევი; ტურისტული მარშრუტები;

√  ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით;

√  ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და სუვენირები;

√ Batumi Discount Card

√ ბათუმველოს ბარათი


 

ბათუმი ცენტრალი - რკინიგზის  საინფორმაციო ცენტრი  

მატარებლით მგზავრობის მოყვარულებს სადგურში ჩამოსვლისთანავე შეუძლიათ  მიიღონ ინფორმაცია აჭარის  ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების,  დაგეგმილი ღონისძიებების და მატარებლის განრიგის შესახებ. ზაფხულის სეზონზე საინფორმაციო ცენტრი 24 საათის განმავლობაში ემსახურება ჩამოსულ ვიზიტორებს.


მის : თამარ მეფის გზატკეცილი.

ტელ: +995 0422 29 44 15

ს.სთ :  24/7 (ზაფხული) / რეისების მიხედვით (არასეზონი)

√ უფასო რუკა; გზამკვლევი; ტურისტული მარშრუტები;

√  მაღალმთიანი აჭარის ტურები;

√  ადგილობრივი წარმოების პროდუქცია;

√ Batumi Discount Card


 

ბათუმის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ჩამოსულ ვიზიტორებს ადგილზე ეძლევათ საშუალება ეწვიონ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია განთავსების, კვების ობიექტების,  დაგეგმილი ღონისძიებების და მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის შესახებ.

მისამართი: აეროპორტის გზატკეცილი N 220;

ტ.:+995  0 422 29 44 14;

ს.სთ: 24/7 (სეზონი) ; რეისების მიხედვით (არასეზონი).:

√  უფასო ტურისტული რუკა, მუნიციპალური ტრანსპორტის რუკა;

√  უფასო ტურისტული გზამკვლევი;

√ სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების რუკები


 

სარფის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მდებარე საინფორმაციო ცენტრში, შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აჭარის  ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების და  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მისამართი: სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი;

მობილური:  +995 577 90 90 72;

ს.სთ.: 09:00-21:00 ყოველდღე (სეზონი) ; 09:00-19:00 ყოველდღე (არასეზონი).

√  უფასო ტურისტული რუკა, მუნიციპალური ტრანსპორტის რუკა;

√  უფასო ტურისტული გზამკვლევი;

√  სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების რუკები.


 

ქობულეთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

ბათუმიდან  25 კმ-ის დაშორებით, ქ.ქობულეთში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსების, კვების ობიექტების, ღირშესანიშნაობების დაცული ტერიტორიებისა თუ სხვა ტურისტული აქტივობების შესახებ.

მისამართი: ქ.ქობულეთი, აღმასენებლის გამზირი 139/141;

ტ.: +995 0 422 29 44 13;

ს.სთ.:09:00-21:00 (სეზონი);  09:00-19:00 ყოველდღე (არასეზონი).

√  უფასო ტურისტული რუკა, მუნიციპალური ტრანსპორტის რუკა;

√  უფასო ტურისტული გზამკვლევი;

√  სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების რუკები.

√  ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით

√  ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და სუვენირები

√ Batumi Discount Card


 

ქედის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი  ინფორმაცია აჭარის მაღალმთიანი მარშრუტების შესახებ, ქედის მარშურტზე არსებული განთავსების, კვების ობიექტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ. ასევე შესაძლებელია გაეცნოთ და უფასოდ მიიღოთ აჭარის ტურისტული გზამკვლევი, რუკა და სხვადასხვა ტურისტული მარშრუტები.

მისამართი: ქედა, აღმაშენებლის ქ. 1ა;

ტელ: +995 577 90 90 86

ს.სთ.: 09:00-19:00 ყოველდღე (ზაფხული)

√  ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით

√  ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და სუვენირები

√ Batumi Discount Card



შუახევის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ქ.ბათუმიდან 60 კმ-ის დაშორებით  მდებარეობს, აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია  მაღალმთიანი აჭარის მარშრუტების, განთავსებისა და კვების ობიექტების, შუახევში არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ. მიიღოთ უფასო რუკა, გზამკვლევები და სხვადსხვა ტურისტული მარშრუტების რუკები.

მისამართი : შუახევი,რუსთაველის ქ.N22

ტელ: +995 577 90 90 88

ს.სთ: 09:00 – 18:00 ყოველდღე (ზაფხული)

√  მაღალმთიანი აჭარის ტურები

√  ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და სუვენირები

√ Batumi Discount Card


 

  ხულოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

მაღამთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში (ბათუმიდან 90კმ.) არსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აჭარის მაღალმთიანი მარშრუტების შესახებ, მიიღოთ ინფორმაცია და დაგეგმოთ ტურები სათავგადასავლო მარშრუტების მიმართულებით, მეგობრული პერსონალი მოგაწვდით ინფორმაციას განთავსების, კვების ობიექტების, ღირშესანიშნაოებებისა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობების შესახებ.

მისამართი : ხულო, მ.აბაშიძის ქ.N29

ტელ: +995 577 90 90 15

ს.სთ : 09:00-19:00 ყოველდღე (ზაფხული) ; 09:30: 18:30 ყოველდღე (ზამთარი)

√  უფასო რუკები, გზამკვლევი, სხვადასხვა ტურისტული მარშრუტები;

√  მაღალმთიანი აჭარის ტურები;

√  ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და სუვენირები;

√ Batumi Discount Card

თეგები: