სიახლეები - GoBatumi
გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში, საქართველოში

გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში, საქართველოში

 

ბათუმი შავ ზღვასა და კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული საქართველოს ზღვისპირა მარგალიტია. გეპატიჟებით საქართველოს ველური ბუნების აღმოსაჩენად მტირალას ეროვნული პარკის (იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლი) ნისლში ჩაფლული ტყეებიდანდაწყებული მდინარეებით დაკლაკნილ ღრმა ხეობებამდე. ბათუმი გიხსნითკარს აჭარის ველური და ხელუხლებელი ბუნებისკენ. ეს არის ადგილი, სადაცყოველი ნაბიჯი ახალ შთაბეჭდილებებს ბადებს და ცნობისმოყვარემოგზაურებს ავთენტური შეხვედრებისკენ მიუძღვება. ასე რომ, შეგიძლიათ უკვე დაგეგმოთ განსხვავებული გამოცდილებებით გამორჩეული მოგზაურობააქ.

დაეშვი ჩირუხის ზიპლაინით

თუ თავგადასავლების მაძიებელი ხარ, ბათუმი შესანიშნავი არჩევანია, განსაკუთრებით მისი მოსახერხებელი მდებარეობის გამო. ქალაქიდან სულ რაღაც სამი საათის სავალზე უკვე ჩირუხის მთები დაგხვდება, სადაც მოწყობილია 1789-მეტრიანი ზიპლაინი, რომელიც თავგადასავლების მაძიებლებს მოგცემთ საშუალებას გაიმარჯვოთ შიშებზე და ამავდროულადდატკბეთ  ულამაზესი ალპური ხედებით. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ზიპლაინი - ეს ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი ორზოლიანიზიპლაინია. ასე, რომ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი დაიმგზავრეთ  და გასწიეთ საქართველოს ალპებში შუადღის ჰაერის მიერ მოტანილიგანსაკუთრებული ადრენალინის გამოსაცდელად. ფრენას იწყებთ ზღვისდონიდან 2100 მეტრზე და თქვენ გადაუფრენთ თვალწარმტაც ალპურმდელოებს და მწვანე ბორცვებს. ჩირუხის ზიპლაინი ნამდვილად გამორჩეულსამოგზაურო გამოცდილებას შეგძენთ. 

ადგილობრივ გიდთან ერთად ველური ბილიკებით კამკამა შრატიანისა დაყარაგოლის  ტბების აღმოსაჩენად გაემართეთ. გზად იხილავთ თეთრობისსაოცარ ალპურ მინდვრებსა და ხიხანის ციხესიმაგრეს, რომლის ისტორიამე-10 საუკუნით თარიღდება. ბილიკები ველურ მთებში ჩაფლულ მთისქოხებსა და ნანგრევებს გაგატარებთ. აქაურობა ძლიერ განსხვავდება ბათუმის თანამედროვე  ცათამბჯენებისა და და მე-19 საუკუნის  ბათუმური ქუჩებისგან.


მოიწყვე ლაშქრობა ალპურ აჭარაში

ბათუმი აჭარის დედაქალაქია და იგი მცირე კავკასიონის მთების ძირში მდებარეობს. მისი ულამაზესი ალპური ბუნება იდეალურ გარემოს ქმნისლაშქრობისა და ქვეყნის ხელშეუხებელი კუთხეების გასაცნობად. გაზაფხულიდა ზაფხული აქ ლაშქრობისთვის საუკეთესო დროა — ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს, რომლებიც ყოველწლიურად შინაურ ცხოველებთან ერთად აჭარულ მთებში სახლობენ და მესაქონლეობას ეწევიან. მათი ცხოვრების წესის ასე ახლოდან გაცნობამართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა. ცხოვრების უფრო მშვიდი რიტმის შესაგრძნობად აუცილებლად გაემართეთ ისეთი ადგილებისკენ, როგორიცაა გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი და მწვანე ტბა.

გობრონეთში, აჭარის ერთ-ერთ უძველეს სოფელში, შეგიძლიათ საოჯახოსასტუმროში გაჩერდეთ და გაისეირნოთ წრიულ ბილიკებზე, რომლებიცჩანჩქერებსა და კოლხეთის ტყეებს მოგატარებთ. განსხვავებულიკულტურული განწყობისთვის, გზას ხიხანის ციხემდე, სხალთის მონასტრამდედა შუახევის პატარა სოფლებისკენ მიყევით და მოინახულეთ ადგილები, სადაც საქართველოს ალპური ყოფა ცოცხლად იგრძნობა. ვისაცმაღალმთიანი, ალპური ტბები გიტაცებთ, მწვანე ტბასა და შუამთის ტბებსმიაშურეთ, რომლებსაც აფერადებული მთების საოცარი ფონი ადევს.

დააგემოვნე ტრადიციული კერძები და ადგილობრივი ღვინოები

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულინარიული ისტორია აქვს და ამიტომ ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულ არომატებსა და კერძებს გთავაზობთ.აჭარაც კულინარიული შესაძლებლობით გამორჩეულია და იქცევს გურმანების ყურადღებას.  აუცილებლად გასინჯეთ „იახნი“ - ერთ-ერთიგამორჩეული ადგილობრივი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც საქონლის მკერდის მსუქანი ნაჭრები იშუშება ნელ ცეცხლზე და იკმაზება სპეციალური სანელებლებითა და ნიგვზით.   რეგიონისთვის კიდევ ერთი სახასიათო კერძია, ბორანო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელია. ადგილობრივ ყველს ასხამენ დამდნარ ადგილობრივ კარაქს, რის შედეგადაცმიიღება ფონდიუს მსგავსი კერძი, თუმცა აჭარული კერძი უფრო კალორიულია. 

აჭარაში მოგზაურობა მხოლოდ ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებითარ შემოიფარგლება — აუცილებელია რეგიონის ღვინის  მარნების მონახულებაც. საქართველოს ღვინის დაწურვის 8000 წლიანი ისტორია აქვსდა ადგილობრივი ღვინის მარნები ქვევრში (კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელი) ღვინის დაძველების უძველეს ქართულ ტრადიციას ჯერ კიდევ მისდევენ. მაგალითისათვის, „აჭარული ღვინის სახლი“- ში სტუმრობისას გექნებათ საშუალება ვენახების ფონზე დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინოები და კერძები.

ცხენით იჯირითეთ ზორტიყელის მთაზე

აჭარა შესანიშნავი ადგილია ალპური მთების ცხენებით მოსავლელად დაადგილობრივი ცხოვრების წესჩვეულებების კიდევ უფრო კარგად გასაცნობად. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ზორტიყელის მთაგთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მწვანე გორაკებზე ცხენებითსეირნობისთვის. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ადგილობრივ ოჯახებს, რომლებიცმეცხოველეობას ეწევიან, თავიანთ მეურნეობებს უვლიან და ცხენებს წვრთნიან.

ზაფხულობით აჭარის მაღალთიანი ალპური ზონები ცოცხლდება. ოჯახები ბარიდან მთებში ადიან და მთის ველები ივსება მხიარულებით და ტრადიციულად მომზადებული ადგილობრივი რძის პროდუქტების არომატებით.   ალპური მდელოები ველური ყვავილებითაა მორთული, ტყეები ცოცხლდება, იშლება სუფრები და იმართება მთის ფესტივალები, სადაც ადგილობრივები და მოგზაურები ზეიმობენ და ერთად აღნიშნავენ მიწის ბარაქიანობასა და უხვ მოსავალს.


ისეირნე ველოსიპედით  შავი ზღვის სანაპიროზე

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გამორჩეულ, სხვადასხვა დონის ველო - მარშრუტებს გთავაზობთ. თუ  მარშრუტს ბათუმიდან დაიწყებთ და ბათუმის ზღვისპირა ველობილიკებით გაისერნებთ, ნახავთ სუბტროპიკული მცენარეებით გამწვანებულ ბათუმის კენჭიან სანაპიროებს და ულამაზეს სოფლებს. ბუნების მოყვარულებს, იუნესკოს მიერ აღიარებული ქობულეთისდაცული ტერიტორიის ტორფნაზე გამავალი დაკლაკნილი ბილიკებიუნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ რეგიონის საოცრადმრავალფეროვან ჰაბიტატებს. აქაური ბილიკები ასევე შესაფერისია ყველადონის ველოსიპედისტებისთვის. უფრო გამოცდილი, მთისველოთავგადასავლების მაძიებლებმა კი ახლომდებარე აჭარის მთებს უნდამიაშურონ, სადაც რთული მთის ველოსიპედის მარშრუტები დახვდებათ - ბილიკები ალპურ ტყეებსა და მდელოებში გაგატარებთ და მოგცემთ საშუალებას დატკბეთ მთებზე გადაჭიმული თვალწარმტაცი ხედებით.

თეგები: