კატალოგი - GoBatumi
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

ბათუმიდან ზუსტად 55 კილომეტრში კინტრიშის ულამაზესი ხეობა გელით. ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუა მოქცეული ხეობა ზღვის დონიდან 2500 მ-ზე მდებარეობს და 13893 ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია. ნაკრძალის ძირითადი ტერიტორია ტყით არის დაფარული, აქვე ჩამოედინება მდინარეები კინტრიში და ხეკნარა. მხოლოდ კინტრიშის ხეობაში არსებულ ოვალურ ტბა "ტბიყელში" შეგიძლიათ ნახოთ კავკასიური ტრიტონი, რომელიც საქართველოს "წითელი ნუსხის" სახეობაა.

ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კოლხური ფლორის ისეთი სახეობებით, როგორიცაა: აღმოსავლეთის წიფელი, წაბლი, აღმოსავლეთის ნაძვი, მედვედევის არყი, შავი მურყანი, თელა, იფანი, კავკასიური ხურმა, მთის ნეკერჩხალი, რელიქტური უნგერნის და სხვა. კოლხეთის ძვირფას ფლორისტულ სახეობას წარმოადგენს Bucsus colchica - კოლხური ბზა. მისი სიმაღლე 15-16 მ-ს აღწევს, დიამეტრი - 16-32 სმ, ასაკი - 250 წლამდე. Taxus baccata - უთხოვარი მესამეული პერიოდის რელიქტური სახეობა ასევე შეტანილია საქართველის "წითელ ნუსხაში". კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ბინადრობს არჩვი, შველი, დათვი, ტურა, მგელი, ფოცხვერი, კვერნა, მაჩვი, ციყვი და მრავალი სხვა.

თეგები:

კინტრიშის დაცული ტერიტორიები

სანახაობა და კულტურა
კინტრიშის დაცული ტერიტორიები
0 32 275 23 53
info@apa.gov.ge