მარშუტის აღწერა
მარშრუტი იწყება დაბა ხულოში, საიდანაც ბათუმის მიმართულებით მიუყვება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს ფურტიოს თაღოვან ხიდამდე, 8,3 კმ. მანძილზე. აქედან სამანქანო ხიდით გრძელდება სამხრეთის მიმართულებით და შედის სხალთისწყლის ხეობაში. 10 კმ-ის გავლის შემდეგ გვხდება სხლათის მონასტერი, რომელიც მთის ფერდის მოვაკებულ ტერასაზეა განლაგებული და შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთ ნიმუშს წარმოადგენს ხულოს რაიონში. სხალთის მონასტრის შემდეგ გზა ისევ მიუყვება სხალთისწყლის ხეობას ვარდციხის გადასახვევამდე 17,3 კმ-ის მანძილზე, აქედან სოფელი ბაკიბაკო 4,6 კმ-შია.
ბაკიბაკოდან შეგვიძლია წავიდეთ რამდენიმე მიმართულებით:
- ხიხანის ციხეზე, რომელიც მდებარეობს მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზე, ზღვის დონიდან 2220 მეტრის სიმაღლეზე. სოფელი ბაკიბაკოდან 2,2 კმ-ის მანძილი შეგიძლიათ დაფაროთ 4X4 მაღალი გამავლობის მანქანით, ხოლო ციხემდე მისასვლელი 900 მ-იანი გზის მონაკვეთი უნდა გაიაროთ ფეხით, რომელიც იწყება 1770 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ეს არის ციცაბო ტყიან ფერდობზე კარგად გაჭრილი ბილიკი და მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას, რადგან ბილიკის დასაწყისიდან ციხემდე ავდივართ 450 მ. სიმაღლეზე. ციხე მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეებს, იგი გაშენებულია ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და დამშვენებულია 4 კოშკით.
- ბაკიბაკო-მთისუბნის წრიული მარშრუტი, რომელიც იწყება სოფელ ბაკიბაკოში და პირველი, რასაც ვნახულობთ არის სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთის ადგილი, შემდეგ მივუყვებით გზას სამხრეთისკენ ჩირუხის გადასახვევამდე - 2,5კმ. აქედან შესაძლებელია როგორც ცხენით, ასევე მაღალი გამავლობის მქონე მანქანით ჩირუხში გადასვლა (16კმ). ჩირუხის გადასახვევიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადავდივართ მდინარეზე და მივუყვებით სოფელ მთისუბნის გზას. სოფელ მთისუბნის მიდამოებში მოვინახულებთ შერიფ ხიმშიაშვილი საფლავს და ბუნებრივ მაცივარს.
ფაქტები
- მარშრუტის სტარტი/ფინიში: დაბა ხულო/ხიხანის ციხე
- მარშრუტის სიგრძე: 52,5 კმ
- მარშრუტის ხანგრძლივობა: 2დღე
- მარშრუტის ტიპი: 4X4/საფეხმავლო
- მარშრუტის სირთულე: რთული
- მარშრუტის სეზონურობა: არ არის რეკომენდებული ღრმა თოვლის პირობებში
- მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დონიდან: 512/2220 მეტრი
- მანძილი ბათუმიდან: 87 კმ
- ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად
რა ნახოთ
- თაგოს საბაგირო გზა
- ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- სხალთის მონასტერი
- სოფელი ბაკიბაკო
- შერიფ ხიმშიაშვილის სახლ–მუზეუმი
- ვარდციხე XI-XII
- ხიხანის ციხე XII-XIII
ინფორმაცია
რუკის ჩამოტვირთვა
GPX ფაილის ჩამოტვირთვა
ბროშურების ჩამოტვითრვა