სიახლეები - GoBatumi
აჭარას ჟურნალისტები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ეწვევიან

აჭარას ჟურნალისტები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ეწვევიან

აჭარაში სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული კომპანიების ვიზიტები გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ესტონეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ. დღეს, მათთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა, რომლის შემდეგაც სტუმრებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. ესტონელი სტუმრები დღესვე ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, მოინახულებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მთიან აჭარას.

„ესტონეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაციას ბოლო სამი წელია ვანხორციელებთ. შედეგად მზარდია რეგიონში ესტონეთიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც გასულ წელს 88%-იან ზრდას ითვალისწინებდა. წელს, პირველად იწყება ჩარტერული ფრენები ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ ინტერესი ესტონეთში იზრდება. გარდა ესტონეთისა, წელს ჩარტერები იწყება ლიეტუვადანაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ევროპელი ტურისტების მოზიდვის  კუთხით. საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ჩვენ აქტიურად ვიწვევთ წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან. მხოლოდ მაისი-ივნისის პერიოდში ჩვენ 15-მდე მსგავსი ინფო-მედიატური გვაქვს დაგეგმილი. ჯამში, კი ბოლო ორ წელში რეგიონს 25-მდე ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

ესტონეთიდან ინფოტურის პარალელურად აჭარას ბელარუსი ჟურნალისტები სტუმრობენ, რომლებიც რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მიმდინარე თვის განმავლობაში რეგიონს ჟურნალისტები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდანაც ეწვევიან.

თეგები: