სიახლეები - GoBatumi
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ვილნიუსსა და რიგაში გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ვილნიუსსა და რიგაში გაეცნენ

ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარა ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. რეგიონის სტენდთან სტუმრების ინტერესი ბათუმთან ერთად აჭარის ეკოტურისტულმა მარშრუტებმა და გასტრონომიამ გამოიწვია.

გამოფენაზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ, ასევე, ქართული ღვინო, ყველი და ქართული ტკბილეული დაეგემოვნებინათ. ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას წელს 295,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. აჭარის სტენდს სტუმრობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიეტუვაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დამოუკიდებელი სტუნდით ტურისტულ კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი. პარალელურად, რეგიონის პოპულარიზაცია რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიმდინარეობდა.

ბოლო წლებია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გარდა გამოფენებზე რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენისა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში აქტიურ სარეკლამო კამპანიებს ატარებს. მზარდია, აღნიშნული ქვეყნებიდან რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც.

თეგები: