სიახლეები - GoBatumi
გიდები, ტუროპერატორები და ჟურნალისტები მთიანაჭარაში იმოგზაურებენ

გიდები, ტუროპერატორები და ჟურნალისტები მთიანაჭარაში იმოგზაურებენ

აჭარაში გიდების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის პრეს-ინფოტურები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში არსებული ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით გასვლით ტურებს აგვისტოდან დაიწყებს. კინტრიშის ხეობა, ტბიყელი, ჯვარიმინდორი, კაპნისთავი, ლელთის ტბა, ჩირუხი, შუამთის ტბები, ღორჯომი, უჩხო და ნამეფვარი იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც ინფოტურის მონაწილეები იმოგზაურებენ და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. გარდა ამისა, საველე გასვლებისას ისინი იმ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მარნებს მოინახულებენ, რომელთა მარკირებაც წელს ხორციელდება.

შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის ფარგლებში ცნობილი ქართველი ბლოგერები და ინფლუენსერი მთიანაჭარაში მოგზაურობენ. მალე პროექტში უკვე ფოტოგრაფები და კულინარებიც ჩაერთვებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გასულ წელს, რეგიონში 500-მდე უცხოელმა და ქართველმა ჟურნალისტმა, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა და გიდმა იმოგზაურა.

თეგები: