ბათუმის ნავსადგურის 21 მეტრის სიმაღლის შუქურა, 1882 წელს პარიზიდან მოწვეულმა კომპანიამ ააგო. ეს არის საცხოვრებელი სახლის ფორმის მქონე, ქვის, რვაკუთხა ნაგებობა, რომელზეც შუქის ოპტიკური აპარატია დამონტაჟებული. ბათუმის ნავსადგურის შუქურის ისტორია სათავეს იღებს აჭარაში ოსმალთა მმართველობის პერიოდიდან – 1863 წლიდან, როცა ოსმალეთის შუქურების სამმართველომ ბათუმში მდგარი თურქული ციხის კონცხთან პირველი შუქურა ააგო. რიგით მეორე შუქურა 1878 წელს, ბათუმის რუსეთისთვის გადაცემის შემდგომ აიგო.