პერიოდი: ივნისი
სელიმმობის პირველი დღესასწაული 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა ხიხაძირის ხეობის სოფელ ბაკი-ბაკოში. იგი მიეძღვნა ოსმალთა ბატონომისგან აჭარის განმანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელს სელიმ ხიმშიაშვილს. სელიმი ტრაგიკულად დაიღუპა, მას 1815 წლის 3 ივნისს ოსმალებმა თავი მოკვეთეს სოფელ ბაკი-ბაკოში. დღესასწაულის დაწესებით ნიგაზეულისა და მთელი აჭარის მოსახელობამ პატივი მიაგო ეროვნულ გმირად შერაცხულ სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლს სამშობლოსა და ერის წინაშე.