კატალოგი - GoBatumi
კოლონადები

ბათუმში კოლონადების აგების იდეა ადგილობრივ ექიმს ივანე მჭედლიძეს დაებადა. შესაბამისი პროექტი მან იტალიიდან, ქალაქ სორენტოდან ჩამოიტანა, სადაც 1933-1934 წლებში პროფესიული მივლინებით იმყოფებოდა. პროექტი ცნობილი ბათუმელი არქიტექტორის ბოგდან კირაკოსიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა. იგი ზღვის სანაპიროზე გასვლისას კარიბჭის როლს ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ზღვის ნაპირი დღევანდელთან შედარებით უფრო ახლოს იყო. შემდგომ, სანაპირო ზოლმა უკან დაიხია და ზღვა კოლონადებს საგრძნობლად დაშორდა. კოლონადები დღესაც ბათუმის სავიზიტო ბარათია. მსგავსი კონსტრუქციის კოლონადა, ასევე ამშვენებს ბათუმის 6 მაისის პარკსაც.

თეგები: