აჭარაში გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო მნიშვენლობისა და მაღალი დონის ღონისძიებების ფონზე, მხარემ MICE-ტურიზმის ტრანსნაციონალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა.
სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს აჭარა დიდ არჩევანს სთავაზობს. მთების საშუალო სიმაღლე აქ 2000-2500 მეტრია, ჰავა ნოტიოა, ზამთარი – შედარებით ცივი და ხანგრძლივი, ხოლო ზაფხული – ხანმოკლე და გრილი.
აჭარული სამზარეულო მსოფლიოში კარგად ცნობილი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა ამავდროულად განიცდის აზიური კულინარიის კულტურულ ზეგავლენას.
მობუდარ თუ გადამფრენ ფრინველებსა და ნოტიო სუბტროპიკული ტყეების იარუსებად გაზრდილ მცენარეებზე დაკვირვება
აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურიზმის სახეობა საზღვაო ტურიზმია.
შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.
აჭარა თავისი მრავალფეროვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ფესტივალებითა და კულტურული ღონისძიებებით ნამდვილი აღმოჩენაა კულტურული ტურიზმის მოყვარულთათვის.
სათამაშო ბიზნესი ბათუმში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აზარტის მოყვარულებს კაზინოების ფართო არჩევანს სთავაზობს. საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესის წარმოება ნებადართულია.
აჭარის თვალწარმტაცი ბუნება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ჰქმნის.
საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციები 8000 წლის წინათ იღებს სათავეს.
კავკასიის რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრად აღიარებული ბათუმის პორტი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში პოპულარულ საკრუიზო მიმართულებას წარმოადგენდა.