სამომხ. შეთანხმება - GoBatumi

მოგესალმებით Gobatumi.com-ის სამომხმარებლო შეთანხმების გვერდზე.
 

1. სამომხმარებლო შეთანხმების პირობების შესახებ

აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის (ტურიზმის დეპარტამენტი) მიერ შექმნილი ვებ-საიტი - Gobatumi.com წარმოადგენს ონლაინ პორტალს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ, ასევე ინფორმაციას რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მესამე პირთა საკუთრებას.

ტურიზმის დეპარტამენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, ამიტომ ვალდებული ხართ პერიოდულად გადაამოწმოთ ინფორმაცია მოცემულ გვერდზე.

შეთანხმება ძალაშია, თუ ეთანხმებით ჩვენს შორის არსებულ წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პირობასა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
 

2. უსაფრთხოება და გარანტია

თქვენ ეთანხმებით, რომ ტურიზმის დეპარტამენტი არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენს მიერ ინტერნეტში ნებისმიერი გზით მიღებულ ინფორმაციაზე, პროდუქტზე თუ მომსახურებაზე, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაკავშირებულია ჩვენს ვებ-საიტთან, გარდა იმ ინფორმაციისა, პროდუქტისა თუ მომსახურებისა, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი გთავაზობთ Gobatumi.com-ზე.

ტურიზმის დეპარტამენტი არ გაძლევთ გარანტიას, რომ ვებ-საიტი იმუშავებს უწყვეტ რეჟიმში და შეფერხების გარეშე, ან სერვერზე წარმოქმნილი პრობლემები დაუყოვნებლივ იქნება მოგვარებული.

თქვენ ეთანხმებით, რომ ტურიზმის დეპარტამენტი არ იძლევა გარანტიას Gobatumi.com-ზე ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ვებ-საიტზე ხელმისაწვდომი გადმოსაწერი ფაილების უსაფრთხოებასა და დაცულობაზე ვირუსების ან ინფიცირებისაგან. თქვენ ხართ პასუხისმგებელი გადმოწერილი ფაილების მოხმარებამდე მიიღოთ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს ვირუსებისა და ინფიცირებისაგან თავის არიდებას.
 

3. ინფორმაციის სიზუსტე

ტურიზმის დეპარტამენტი საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უზრუნველყოფს Gobatumi.com-ზე წარმოდგენილი ინფორმაციის მუდმივ განახლებას და სიზუსტეს.

ვინაიდან ვებ-საიტი შეიცავს უმსხვილეს საინფორმაციო ბაზას, ამიტომ ტურიზმის დეპარტამენტი არ იძლევა გარანტიას, რომ ბაზების განახლების პროცესში გარკვეულ უზუსტობებს არ ექნება ადგილი.

თუ ვებ-საიტზე აღმოაჩენთ ინფორმაციის უზუსტობას, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ და გადამოწმების შემდეგ შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს.

კერძო ორგანიზაციებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ ვებ-საიტზე არსებული ინფორმაცია მოწოდებულია მათივე წარმომადგენლების მიერ. ინფორმაცია ტურისტული ობიექტების მომსახურების, სამუშაო საათების, ფასების და კონტაქტების შესახებ შეიძლება ეტაპობრივად ცვლილებებს დაექვემდებაროს.

ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებამდე, თქვენ თვითონ უნდა გადაამოწმოთ მათი სიზუსტე შესაბამისი ორგანიზაციის თუ ტურისტული ობიექტის წარმომადგენლებთან.
 

4. საავტორო უფლებები

ვებ-საიტზე არსებული ტექსტური, ვიდეო, აუდიო, ფოტო, გრაფიკული, პროგრამული მასალები და HTML, ასევე ინფორმაციები კერძო ორგანიზაციებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ წარმოადგენს ტურიზმის დეპარტამენტის საკუთრებას ან მოპოვებული აქვს მათი გამოყენების უფლება.

თქვენ გეძლევათ უფლება ჩამოტვირთოთ და გამოიყენოთ ვებ-საიტზე განთავსებული მასალები პირადი მოხმარების უფლებით. ნებისმიერი მასალის გამოყენებისას უნდა მოხდეს წყაროს მითითება: Gobatumi.com.

კომერციული მოხმარების მიზნით ბეჭდვა, დაკოპირება, გამრავლება, პუბლიკაცია ან მსგავსი ქმედებების განხორციელება ტურიზმის დეპარტამენტის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ამ პირობის დარღვევას შესაძლებელია მოჰყვეს სამართლებლივი შედეგები.

Gobatumi.com-ზე არსებული ტექსტური მასალების გამოყენება თქვენს ვებ-საიტზე ნებადართულია მხოლოდ შემდეგი პირობით: საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პრობლემისაგან თავის ასარიდებლად, თქვენს მიერ უნდა მოხდეს შესაბამის გვერდებზე საძიებო სისტემებისთვის ინდექსაციის გათიშვა.
 

5. ლოგოტიპი და ბმულები

Gobatumi.com-ის ლოგოტიპი წარმოადგენს დეპარტამენტის საკუთრებას, რომლის გამოყენებაც ნებართვის გარეშე აკრძალულია. ლოგოტიპის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დეპარტამენტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

თუ თქვენს ვებ-საიტთან Gobatumi.com-ის მიბმის სურვილი გაქვთ, გვაცნობეთ წერილობით, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ბმულის სიზუსტეში. დეპარტამენტი მოგანიჭებთ ბმულის გამოყენების უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი განთავსება ჩვენთვის არასათანადო ვებ-საიტისთვისაა განკუთვნილი.

ვებ-საიტები, რომლებზედაც მიბმულია Gobatumi.com-ის გვერდი, წარმოადგენენ მესამე პირის საკუთრებას, რომლის მართვის ან კონტროლის უფლება ჩვენ არ გაგვაჩნია, შესაბამისად, მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ტურიზმის დეპარტამენტი არ იღებს.
 

6. სადაო საკითხების გადაწყვეტა

აღნიშნული შეთანხმება თქვენსა და ტურიზმის დეპარტამენტს შორის დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

შეთანხმებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


 

საკონტაქტო ინფორმაცია

აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფარნავაზ მეფის ქ. 84/86, ბათუმი, საქართველო

ელ-ფოსტა: info[at]gobatumi.com

ტელ.: 0 422 27 50 23

 

თეგები: