ოთხი სეზონი - GoBatumi
ოთხი სეზონი

ოთხი სეზონი

აჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები. მაღალმთიანი რაიონები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე მეტრს აღწევს. სწორედ ამიტომ ზაფხულში ტემპერატურა უფრო დაბალია 24oC დაბლობში და 19oC მაღლობში. ხოლო, ზამთარში ზღვისპირა აჭარაში საშუალო ტემპერატურა 5oC-ია, როცა მაღალმთიან რაიონებში 3oC-მდე აღწევს.

 

გაზაფხული

თბილი და სასიამოვნოა გაზაფხული აჭარაში, ახლადაყვავებული მაგნოლიების სურნელითა და კამელიებით. დაცული ტერიტორიების, ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლად ტურიზმის მიმართულებით აჭარა გაზაფხულის სეზონზე მართლაც რომ გამორჩეულია. სოფლად ტურიზმის მოყვარელებისათვის შესაძლებელია ჰაიკინგის, კემპინგის, კლდეზე ცოცვის, ღვინის დაყენების და ჭაჭის გამოხდის შესწავლა, სამკურნალო და მინერალური წყლების დაგემოვნება და ა.შ.

 

ზაფხული

ზაფხულში აჭარა უამრავ დამსვენებელს იზიდავს ცხელი ამინდებით და შავი ზღვის მრავალფეროვანი პლაჟი. ამ პერიოდში აჭარა ივსება როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ტურისტებით. აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი ბათუმის სანაპირო ზოლი, ისევე როგორც საკურორტო ზონები კვარიათი, სარფი, ჩაქვი და ქობულეთი ცხელ სეზონზე სხვადასხვა გასართობი და ტურისტული ობიეტების სიმრავლით გამოირჩევა.

 

შემოდგომა

აჭარაში ვიზიტისათვის შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. მზიანი ამინდები გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამ პერიოდს ხშირად "ხავერდოვან სეზონად" მოიხსენიებენ. ზღვაზე დასვენებასთან ერთად შემოდგომა საუკეთესოა სოფლად დასვენებისა და ღვინის ტურიზმისათვის. შემოდგომაზე მთიან აჭარაში რთველი ტარდება, სადაც ვაზის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი.

 

ზამთარი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე აჭარის რეგიონს გარდა საზღვაო კურორტისა სამთო-სათხილამურო კურორტის დიდი პოტენციალი გააჩნია.ზამთარში შეგიძლიათ ეწვიოთ კურორტ გომარდულსა და გოდერძს. მოთხილამურეთათვის არის სათხილამურო ტრასა და ფუნქციონირებს საბაგირო გზა. აქვე შესაძლებელია თხილამურებისა და სპეცტანსაცმლის ქირაობა. ამჟამად ზემოთხსენებულ კურორტებზე რამოდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმროა.

თეგები: