საკონტაქტო ინფორმაცია და ვალუტა
საქართველოში ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში (Gel). ძირითადად გავრცელებულია ანგარიშსწორება ნაღდი ფულით, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლად. ბათუმის თითქმის ყველა რესტორანში, მაღაზიასა და სასტუმროში ანგარიშსწორება შესაძლებელია საკრედიტო ბარათის მეშვეობით. უცხოური ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ბანკებსა და სპეციალურ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. ვალუტის კურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
როგორ განახორციელოთ ზარი
საზღვარგარეთიდან საქართველოში დასარეკად უნდა აკრიფოთ +995, შემდეგ ქალაქის კოდი და ტელეფონის ნომერი. საქართველოს ფარგლებში დასარეკად აკრიფეთ 0, შემდეგ ქალაქის კოდი და ტელეფონის ნომერი.
საქალაქთაშორისო კოდები: ბათუმი - 422; თბილისი - 32; ქობულეთი - 426; ქუთაისი - 431; ზუგდიდი - 415; ფოთი - 493; რუსთავი - 341; გორი - 370
მობილური ოპერატორები: საქართველოში სამი მობილური ოპერატორი ფუნქციონირებს: მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი. თითოეულ მათგანს განსხვავებული ტარიფები აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებზე.
გადაუდებელი დახმარების ნომერი საქართველოში - 112 ; www.112.ge
ქართული ენა
საქართველოში სახელმწიფო ენა არის - ქართული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი ქართულთან ერთად აფხაზური ენა. ქართული ენა იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახს განეკუთვნება და იგი თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ცოცხალ ენათა შორის ერთ-ერთი უძველესია. აღსანიშნავია რომ ქართული დამწერლობა არის ერთ-ერთი მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის. აჭარაში ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ქართულად, რუსულად და ინგლისურად.