სხვა რეგიონები - GoBatumi
სხვა რეგიონები

სხვა რეგიონები

ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველო მრავალფეროვანი ბუნების - მთისა და ზღვის შერწყმული კლიმატის, ფოლკლორის, ხალხური ცეკვისა და სიმღერის, თვითმყოფადი ტრადიციების, მდიდარი ისტორიისა და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის, საუცხოო სამზარეულოსა და ღვინის ქვეყანაა, სადაც ვაზის კულტურა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა.

იუნესკოს მიერ ქართული ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ტრადიცია  და ქართული მრავალხმიანი სიმღერა  აღიარებულ იქნა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი ასევე ქალაქი მცხეთა, გელათის მონასტერი, ბაგრატი, ზემო სვანეთი.

დღეს საქართველო ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს მსოფლიოში, რომელიც მდიდარი ტურისტული პოტენციალით  სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.  დიდი ბრიტანეთის ცნობილ ტურისტული მეგზური Rough Guide - საქართველოს 2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სამოგზაურო ქვეყნად ასახელებს.

თეგები: