ყოველი წლის სექტემბერში აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იმართება.
საერთაშორისო ფესტივალების ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს“, რომელიც ბათუმში 2007 წლიდან, ყოველ ზაფხულს იმართება.
28-29 ივლისს, ბათუმი ფრანების ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანი სპორტული, სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებაა.
ყოველი წლის ივნისის პირველ ნახევარში აჭარა ზაფხულის ფესტივალს მასპინძლობს. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ზღვის სანაპიროზე სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ.
სინთეზურ ხელოვნებაზე საუბრისას, შეუძლებელია გამოგრჩეს საავტორო კინოს ბათუმის სართაშორისო ფესტივალი BIAFF, რომელიც 2006 წელს დაარსდა და ხავერდოვან სეზონზე ტარდება.
2015 წლიდან ყოველ ოქტომბერს აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იმართება.