აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე აშშ-ს, კანადის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და სხვა მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში 1 წლის ვადით ჩამოსასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
საქართველოში ჩამოსასვლელად საჭიროა პასპორტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს ქვეყნაში შემოსვლიდან 6 თვის მანძილზე. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ვიზაზე უნდა იზრუნონ საქართველოში ჩამოსვლამდე. ზოგიერთ შემთხვევაში ვიზა გაიცემა სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას ან საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ.
2015 წლიდან ამუშავდა ელექტრონული ვიზის პორტალი, რომელიც ტურისტული და ბიზნესის წარმოების მიზნით მომავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, საქართველოში შემოსასვლელი ვიზა მიიღონ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურში ვიზიტის გარეშე.
სავიზო რეჟიმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლეთ ამ ბმულით.
• აზერბაიჯანი - ფარნავაზ მეფის ქ. 62; ტ.: 0 422 27 67 00
• ესტონეთი - გორგასალის ქ. 60; ტ.: 0 422 27 09 10
• თურქეთი - ნინოშვილის ქ. 9; ტ.: 0 422 25 58 00
• ირანი - ფარნავაზ მეფის ქ. 83; ტ.: 0 422 22 86 01, 0 422 22 86 02
• სომხეთი - გოგებაშვილის ქ. 32; ტ.: 0 422 21 63 02