დაზღვევა - GoBatumi
დაზღვევა

დაზღვევა

Einsurance.ge  აერთიანებს ერთ სივრცეში ქართული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო წინადადებებს, რის შედეგადაც, მომხმარებელს აქვს საშუალება  ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის შეთავაზება და ნათლად დაინახოს განსხვავება მომსახურების პირობებს შორის.

 

სამედიცინო მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე

საქართველოს ტერიტორიაზე გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურება ფინანსდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის გარკვეული სახელმწიფო პროგრამებით.

მოქალაქეობის არ მქონე პირთათვის ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება ფასიანია და მათი სამედიცინო მომსახურება ფინანსდება სამედიცინო დაზღვევით ან საკუთარი დანახარჯებით. 

3 მიზეზი თუ რატომ უნდა ისარგებლოთ საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით

 

  1. ქართული სადაზღვევო კომპანია გაცილებით მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად გაგიწევთ ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღების პროცედურების ორგანიზებას;
  2. სამედიცინო მომსახურების საჭიროებისას არ მოგიწევთ ადგილზე თანხის გადახდა და შემდეგ ლოდინი სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად;
  3. დაბალი ღირებულება;

რამდენიმე ხშირად დასმული შეკითხვებიდან

საქართველოს საზღვრის კვეთისას საჭიროა თუ არა რომ თან ვიქონიოთ სამოგზაურო და 

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი? 

დიახ, საქართველოს კანომდებლობის მიხედვით, საზღვრის კვეთისას, შემომსვლელს უნდა ქონდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა.

შესაძლებელია თუ არა რომ სადაზღვევო პოლისის არ ქონა გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე არ შეშვების მიზეზი?

დიახ, სადაზღვევო პოლისის არ  ქონა შესაძლებელია გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე არ შეშვების მიზეზი.

რა უპირატესობა გააჩნია ქართული სადაზღვევო კომპანიების სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევას?

შიდა ბაზარზე ქართულ სადაზღვევო კომპანიებს გააჩნიათ უკეთესი კომუნიკაცია, მომსახურება და ფასები. მათ მიერ გაწეული სერვისი გაცილებით ოპერატიულია და მოქნილი.

როგორ უნდა შევიძინოთ ქართული სადაზღვევო კომპანიის პოლისი?

ქართული სადაზღვევო კომპანიის პოლისის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, დროის ნებისმიერ მონაკვეთში ინტერნეტ პორტალ einsurance.ge საშუალებით. აქ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიების შესახებ, თავად შეარჩიოს კომპანია და შეიძინოს პოლისი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.einsurance.ge

თეგები: