საქართველოს ყველა თავისებურად მშვენიერია, მაგრამ აჭარა არის ადგილი, სადაც ერთიანდებაზღვა, მთა, საინტერესო ტრადიციებისა და ბევრი სხვა მიზეზი რის გამოც უნდა ჩამოხვიდეთ რეგიონში.
აჭარა უძველესი კოლხეთის ნაწილია, ადგილი, სადაც ყველა ძეგლი ისტორიას ინახავს და, თუკი თქვენ ისტორიის ამოკითხვა ძეგლებსა და არტეფაქტებში გიზიდავთ, მსოფლიოს აუცილებლად სანახავი აჭარა ახალი პაემნების ადგილია, სადაც გართობასა თუ დასვენებას წელიწადის ნებისმიერ დროს გემრიელად მოახერხებთ. აჭარაში ბევრია სანახავი და აღმოსაჩენი, განსაკუთრებით, პირველი ჩამოსვლისას, თუმცა, ვერავინ დაგპირდებათ, რომ აქ დაბრუნება არ მოგინდებათ.
აჭარა საოცარი ფლორისა და ფაუნის მხარეა. იარუსებად გაზრდილი ნოტიო სუბტროპიკული ტყეები და მათი ბინადრები, ქვიშის დიუნები, ულამაზესი ტბები, ზღვა და ცასთან მიახლოებული მთები - ეს არის ის, რასაც ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა ქვია.ადგილების ნუსხაში აჭარა აუცილებლად უნდა შეიტანოთ.
აჭარა ყველა ფერს გთავაზობთ. სად შეძლებთ მათ აღმოჩენას - ვინმეს თვალებში, რომელიმე ისტორიული შენობის ფასადზე თუ ფერად კარებში, რომელიც ბათუმში არაერთია, თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია, ამ აღმოჩენებით ისიამოვნოთ.
ამისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო - იმოგზაუროთ აჭარაში!