ნიგაზეული

ნიგაზეული

დაშორება ბათუმიდან: 78 კმ
ზღვის დონიდან: 800 მეტრი
ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

სოფელი ნიგაზეული მდებარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე მდებარე სოფელი კახაბერის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, რომელიც მდინარე აჭრისწყლის ხეობას მიუყვება. ხეობაში გვხვდება ბევრი საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი. ამ გზაზე რეკომენდებულია გაჩერება დანდალოს ხიდთან, ოთოლთისა და კავიანის ციხეებზე ასვლა, ჭვანას ხიდის მონახულება. დანდალოს ხიდი გზასთან სულ ახლოსაა, ხოლო ოთოლთის ციხე - გზიდან 2,3 კმ-ის მოშორებით.
ღირსშესანიშნაობები: ნიგაზეულის ციხე-გალავანი (XVIIIს), მეჩეთი და მუზეუმი, ყველა ეს ობიექტი მდებარეობს სოფლის ტერიტორიაზე.
ნიგაზეულის ჩანჩქერი: სიმაღლე - დაახლოებით 20 მ; ჩანჩქერი სეზონურია და მოდის მხოლოდ გაზაფხულზე. სხვა სეზონებზე, წვიმიან ამინდებში, ძირითადად დამშრალია. ჩანჩქერთან მისასვლელი გზა რთულია, ამიტომ ბევრს შორიდან დათვალიერება ურჩევნია, ის ხომ სოფლიდანაც ლამაზად ჩანს.

სოფლის ქვემოთ, ნიგაზეულის გადასახვევთან, არის ფურტიოს ხიდი, აქვეა კარგი რესტორანი, აგრეთვე საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილები. შესაძლებელია საცხენოსნო და საფეხმავლო ტურების მოწყობა ჩანჩხალოს ციხეზეც.
აქტივობები: მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, კლდეზე ცოცვა, თხილამურებითა და ციგით სრიალი, ნადირობა, თევზაობა, ხალხური რეწვის - ქსოვის, თამბაქოს დამუშავების ტრადიცული ხერხების, ღვინის დაყენებისა და არყის გამოხდის ნახვა-შესწავლა, ტრადიციული ადგილობრივი კერძების დამზადება, სამკურნალო-მინერალური წყლების და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება.
ტრანსპორტი: სამარშრუტო ტაქსი "ბათუმი-ნიგაზეული" გადის ბათუმის ავტოსადგურიდან, ყოველდღე 15:00, 18:00. მგზავრობის ფასი - 5 ლ. (ტრანსპორტის შესახებ ინფომაცია სასურველია გადამოწმდეს ავტო-სადგურში).
 

თეგები: