გობრონეთი

გობრონეთი

დაშორება ბათუმიდან: 56 კმ

ზღვის დონიდან: 720 მეტრი

ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა. ბათუმიდან გობრონეთის გადასახვევამდე მანძილი 52 კმ-ია, გადასახვევიდან გობრონეთამდე - 4,3 კმ. დაბა ქედიდან ამავე სოფლამდე - 10 კმ. ბათუმიდან ქედის მიმართულებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს: "აჭარული ღვინის სახლი", მახუნცეთის თემში, საავტომობილო გზასთან ახლომდებარე ისტორიული ძეგლი - თამარის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი; პირველი მაისის თემში - ცივასულას ციხე-კოშკი, მიწის ხიდი, შერვაშიძეების მარანი; დაბა ქედაში - ისტორიული მუზეუმი, ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. სოფელ გობრონეთის მიმდებარედ შესაძლებელია წონიარისის ხიდის, ლატევრას ხიდის, ცხმორისის ხიდის და მეჩეთის, ახოს მეჩეთის ნახვა.

აქტივობები: მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის, მებაღეობის, მეფუტკრეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ნადირობა, თევზაობა, ხალხური რეწვის შესწავლა - გოდრების დაწნა, ქსოვა და რკინის დამუშავება, თამბაქოს დამუშავების ტრადიცული ხერხების ნახვა-შესწავლა, არყის გამოხდის შესწავლა, ადგილობრივი კერძების ტრადიციული დამზადების შესწავლა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება.

თეგები: