GoBatumi
ბათუმი

ბათუმი

ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.

აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქისათვის თანამედროვე სახის მისაცემად ევროპელი არქტიტექტორები მუშაობდნენ. ბათუმის განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკისა და ინდუსტრიის განვითარებასთან: სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ცნობილი ძმები ნობელებისა და როტშილდების ოჯახის  სამეწარმეო საქმიანობა ბათუმში.

კომუნიკაციებითა და სავაჭრო ურთიერთობებით ცნობილი ქალაქი დღესაც გამორჩეულია თანამედროვე არქიტექტურითა და ინვესტიციების სიმრავლით.

დღეს ბათუმი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აქ ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები მონაწილეობენ.

თეგები: