დაშორება ბათუმიდან: 18 კმ
ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა
სარფი ბათუმიდან სამხრეთით, 18 კმ-ის მოშორებით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარეობს.
სარფი განსაკუთრებით პოპულარულია ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის. საკურორტო ადგილის სანაპირო ზოლში ზღვის წყალი განსაკუთრებულად გამჭვირვალეა. მიმზიდველია აქაური წყალქვეშა სამყაროც.
კურორტზე ზღვის წყლის საშუალო ტემპერატურა +25oC. აქ მდებარე სასტუმროები თუ სასტურმოს ტიპის სახლები გამოირჩევა ზღვასთან ახლო მდებარეობით, ზღვისა და მთის შეჯერებული ჰავითა და მყუდრო გარემოთი.
ზღვაზე დასვენების პარალელურად აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, რომელიც უძველესი ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა.