Events - GoBatumi
ბათუმის ღამის მარათონი
გართობა 18:30

ბათუმის ღამის მარათონი

ტრადიციისამებრ, 20 აპრილს, სასტუმრო კოლიზეუმ მარინას ორგანიზებით, ბათუმში ყოველწლიური ღამის ნახევარ მარათონი გაიმართება.
გარბენისას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შთამაგონებელი მარშრუტი გელით. ღამის ბათუმის ულამაზესი ხედების კვალდაკვალ. ღონისძიება სტარტს 18:30 საათზე, ბათუმის ბულვარში აიღებს. მარათონი ქალაქის ღირშესანიშნაობების გაცნობის ძალიან სწრაფ და სასიამოვნო ხერხს გთავაზობთ.
ღონისძიება მოიცავს 4 ტიპის გარბენს: ნახევარ მარათონი (21.1კმ), 10 კმ-იანი გარბენი, 1000 მ - ბავშთვა გარბენი და 500 მ - ბავშვთა გარბენი.
საბავშვო გარბენში მონაწილეობა სრულიად უფასოა. სხვა შემთხვევაში კი მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა:  https://event.batumi-marathon.com

ოთხივე ტიპის გარბენის ყველა მონაწილეს, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს გადაეცემა მედალი, ხოლო ნახევარ-მარათონის გამარჯვებულებს ისევე, როგორც სხვებს სოლიდური ფულადი ჯილდო და პრიზები ელით.

ღონისძიების მიზანია, სპორტის როგორც ჯასაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, ჩვენი ქალაქის პოტენციალის გამოყენება, რათა ბათუმი ჩაებას საერთაშორისო სპორტულ ცხოვრებაში და იქცეს მიმზიდველ სივრცედ სპორტსმენებისთვის მთელ მსოფლიოში. ასევე ორგანიზატორებს სურთ, შექმნან პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი მორბენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ გამოცდილების მიღებას და მომზადებას საერთაშორისო არენაზე ასპარეზისთვის.
ტელეფონი: +995 579 88 00 00 / +995 555 07 88 00 
ვებ-გვერდი: www.colosseummarina.ge / https://event.batumi-marathon.com 
ელ-ფოსტა:  info@batumi-marathon.com 

მარათონში მონაწიელობის ღირებულბა: 10 კმ - 25 ლარი, 21.1 კმ - 50 ლარი ღონისძიებაში 
რეგისტრაცია: - https://event.batumi-marathon.com

25.00 GEL
თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები