Events - GoBatumi
ჭვანელობა
ფესტივალები გართობა 12:00

ჭვანელობა

ჭვანელობა სახალხო დღესასწაულია , რომელიც შუახევში, სოფელ „ჭვანის“ ცენტრში, ღია ცის ქვეშ იმართება და შემოდგომის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ეძღვნება. ფესტივალს საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში იმართება  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, წარმოდგენილია  ჭვანის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ყოფის ნიმუშები, ეთნოგრაფიული მასალები და ტრადიციული კერძები. ეწყობა  სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრება და გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით. გარდა ამისა, ჭვანელობაზე ირჩევენ საპატიო ჭვანელს და ასახელებენ ხეობის გამორჩეულ მოქალაქეებს სხვადასხვა ნომინაციაში.

ულამაზესი ჭვანის ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ღონისძიების ფარგლებში მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ მოინახულონ ჭვანის ულამაზესი ჩანჩქერი, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდი და ოთოლთას.

თარიღი სავარაუდოა და დაზუსტდება მოგვიანებით.

თეგები:

მიმდინარე ღონისძიებები