კონფიდენც. პოლიტიკა - GoBatumi

მოგესალმებით Gobatumi.com-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვებ-საიტის მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის დაცულობის, შეგროვების და გამოყენების პროცესებს.
 

1. კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება Gobatumi.com-ის მიერ. ვებ-საიტი შექმნილია და მისი ადმინისტრირება ხორციელდება აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის (ტურიზმის დეპარტამენტი) მიერ.

Gobatumi.com დაგაკავშირებულია მესამე პირის ვებ-საიტებთან, რომელთა მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება ჩვენგან დამოუკიდებლად (მაგ.: Google Analytics). შესაბამისად, Gobatumi.com-ს არ გააჩნია წვდომა მსგავსი ვებ-საიტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე (გარდა იმ ინფორმაციისა, რაც დაშვებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში). ტურიზმის დეპარტამენტი პასუხისმგებელი არ არის თქვენს მიერ მესამე პირის ვებ-საიტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით შეისწავლოთ Gobatumi.com-თან დაკავშირებული ვებ-საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-საიტის მოხმარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ მიიღოთ მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-საიტით.
 

2. ინფორმაციის დაცულობა

აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ასრულებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს. ტურიზმის დეპარტამენტი იღებს პასუხისმგებლობას, თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე.

გარწმუნებთ, რომ ტურიზმის დეპარტამენტს გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, იმისათვის რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული, ასევე გარწმუნებთ, რომ აუთსორსინგის შემთხვევაში მესამე პირთა მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამისი უსაფრთხოების ზომებს.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის დეპარტამენტი არ იღებს პასუხისმგებლობას Gobatumi.com-თან დაკავშირებული მესამე პირთა ვებ-საიტების უსაფრთხოებაზე, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ ამ ვებ-საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკას მათი მომსახურებით სარგებლობამდე.

ტურიზმის დეპარტამენტი არ აწარმოებს კომერციულ საქმიანობას და შესაბამისად, არ გაყიდის და არ გადასცემს თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირს.
 

3. ინფორმაციის შეგროვება

თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება რამდენიმე მეთოდით:

IP მისამართი

აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მდებარეობის, კომპიუტერული ხელსაწყოს და გამოყენებული ბრაუზერის შესახებ.

გამოწერები

ტურიზმის დეპარტამენტი თვეში რამოდენიმეჯერ ავრცელებს საინფორმაციო ბიულეტენებს ელ-ფოსტის მეშვეობით, თუ გაქვთ სურვილი რომ დარეგისტრირდეთ გამომწერთა სიაში, ამისათვის უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ (თქვენი ელ-ფოსტა და საცხოვრებელი ადგილი). თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს თქვათ უარი გამოწერებზე და აღარ მიიღოთ საინფორმაციო ბიულეტენები Gobatumi.com-ისგან.

საინფორმაციო ბიულეტენების გავრცელებაში ტურიზმის დეპარტამენტის პროგრამულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მესამე პირის ვებ-საიტი - Mailerlite. გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნული ვებ-საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, სანამ ისარგებლებთ მისი მომსახურებით.

ვებ-ბრაუზერის ქუქიები (Cookies)

ვებ-ბრაუზერის ქუქიები არის ის ინფორმაცია, რასაც ბრაუზერი ინახავს კომპიუტერში თქვენს მიერ სხვადასხვა ვებ-საიტებზე სტუმრობისას. Gobatumi.com-იც იყენებს ქუქიებს, იმისათვის რომ გააუმჯობესოს მისი მუშაობა. ვებ-ბრაუზერის კონფიგურაციის შედეგად საშუალება გეძლევათ ნებისმიერ დროს გათიშოთ ქუქიები ჩვენი ვებ-საიტისთვის, თუმცა მსგავსი ქმედების განხორციელების შემდეგ შესაძლებელია, რომ საიტმა იმუშაოს შეფერხებებით.

მესამე პირის ქუქიები

არსებობს Gobatumi.com-თან დაკავშირებული მესამე პირის ვებ-საიტები, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი ქუქიებით და მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, გარდა იმ ინფორმაციისა რაც გათვალისწინებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ეს ვებ-საიტებია:

Google (Analytics, Maps) - კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Yandex (Metrica) - კონფიდენციალურობის პოლიტიკა

AddThis - კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Facebook - კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Mailerlite - კონფიდენციალურობის პოლიტიკა
 

4. ინფორმაციის გამოყენება

ტურიზმის დეპარტამენტმა თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებისთვის:

იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ონლაინ მომსახურება.

იმისათვის, რომ მოგაწოდოთ საინფორმაციო ბიულეტენები აჭარაში მიმდინარე სიახლეების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

იმისათვის, რომ შევაგროვოთ სტატისტიკა და განვსაზღვოთ ვებ-საიტის მუშაობა თქვენთან მიმართებაში. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ვებ-საიტის ეფექტურობა, მოვარგოთ ვებ-საიტი თქვენს მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიებს, დავხვეწოთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, შევისწავლოთ თქვენთვის ყველაზე მეტად საიტერესო გვერდები და მოვახდინოთ შესაბამისი ცვლილებები ვებ-საიტის სტრუქტურაში.
 

5. პირადი ინფორმაციის გამოთხოვნა

ვებ-საიტის მომხმარებელს აქვს უფლება გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, მოითხოვოს მისი ჩასწორება, შეცვლა ან წაშლა.
 

6. დოკუმენტში ცვლილებების შესახებ

ტურიზმის დეპარტამენტი იტოვებს უფლებას აღნიშნულ დოკუმენტში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ნებისმიერ დროს. თუ არ ეთანხმებით შესაძლო ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ დოკუმენტში, მაშინ გთხოვთ არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-საიტით.

გარწმუნებთ, რომ დოკუმენტის განახლების შემთხვევაში ინფორმირებული იქნებით ვებ-საიტის მეშვეობით შესაბამისი ფორმით.
 

7. გამოყენებული სამართალი

აღნიშნული დოკუმენტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

დოკუმენტთან დაკავშირებით მხარეებს შორის წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


 

საკონტაქტო ინფორმაცია

აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფარნავაზ მეფის ქ. 84/86, ბათუმი, საქართველო

ელ-ფოსტა: info[at]gobatumi.com

ტელ.: 0 422 27 50 23

თეგები: