სინთეზურ ხელოვნებაზე საუბრისას, შეუძლებელია გამოგრჩეს საავტორო კინოს ბათუმის სართაშორისო ფესტივალი BIAFF, რომელიც 2006 წელს დაარსდა და ხავერდოვან სეზონზე ტარდება. მისი დაინტერესების სფერო, ძირითადად, საავტორო და დამოუკიდებელი კინოა. ეს ფესტივალი საქართველოში კინოხელოვნების მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს ცნობილ კინორეჟისორებთან, პროდიუსერებთან და კინოკრიტიკოსებთან შეხვედრისა და მათი გამოცდილების გაზიარების საშუალებასაც აძლევს.
„ბიაფის“ ყოველწლიური გამართვით არანაკლებ დაინტერესებულნი არიან კინომოყვარულები, რომლებსაც მსოფლიოს კინოთეატრების ეკრანებზე ახლადგამოსული ფილმების ნახვა ბათუმში შეუძლიათ. ფესტივალის ფარგლებში იმართება სემინარები და ვორქშოფები როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესიონალების ხელმძღვანელობით.