სიახლეები - GoBatumi
ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 'კოლიზეუმ მარინა' გაიხსნა

ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 'კოლიზეუმ მარინა' გაიხსნა

19 აგვისტოს ბათუმში კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „მარინა კოლიზეუმი“ გაიხსნა. სასტუმროს ოფიციალურ გახსნას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და რეგიონის მთავრობის მეთაური ესწრებოდნენ.

”Colosseum Marina Hotel” 10 სართულიანია და 101 ნომერს მოიცავს.

სასტუმროში ღია და დახურული საცურაო აუზები, ჩოგბურთის კორტები, 120 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და ბათუმში ყველაზე დიდი სატრენაჟორო დარბაზი ფუნქციონირებს. წლის ბოლოს კი სასტუმროში სამორინეც გაიხსნება. ნომრის მინიმალური ფასი 80 დოლარი, მაქსიმალური კი 180 დოლარი იქნება.

სასტუმროს ნომრების დაჯავშნა და შესაბამისი სერვისების ყიდვა Booking.com-ზე უკვე შესაძლებელია. სასტუმროს ორიგინალურმა დიზაინმა უამრავი ტურისტის მოზიდვა განაპირობა, რაც მომავალ დღეებში ჯავშნების სიმრავლით გამოიხატება.

”Colosseum Marina” - ს მშენებლობაში ინვესტორმა - "მარი ჯგუფმა" (შემდგომში შ.პ.ს ”MARINE COLISEUM”), 14 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. ადგილობრივ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "მარი ჯგუფმა" სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის 1 მარტამდე დაიწყო.

 
თეგები: