სიახლეები - GoBatumi
სოფლის ტურიზმის ფესტივალი ''განდაგანა''

სოფლის ტურიზმის ფესტივალი ''განდაგანა''

2015 წლიდან ყოველ ოქტომბერს აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იმართება. ორი დღის განმავლობაში ბათუმის ევროპის მოედანზე საუცხოო სურნელი ტრიალებს – აჭარის თითოეული მუნიციპალიტეტი აქ მათი კუთხისთვის დამახასიათებელ პროდუქტს, კერძებსა და ნაწარმს წარმოადგენენ. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს გამოფენა-გაყიდვა ხდება სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილ დეკორაციებში, რომელიც აჭარის სოფლებში ბათუმიდან გაუსვლელად გამოგზაურებთ.

თქვენთვის ჯერაც უცნობი თუ უკვე მონატრებული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება და კულინარიულ მასტერ-კლასებში მონაწილეობა ფესტივალის ძირითადი ნაწილია, ასევე ფოლკლორული და თანამედროვე მუსიკალური ანსამბლების კონცერტები, მხიარული შეჯიბრები და კონკურსები, რომელსაც ორგანიზატორები შემოგთავაზებენ, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ნამდვილად ღირს ოქტომბრის ეს ორი დღე „განდაგანას“ დაუთმოთ.

თეგები: